ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებლების მიღება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის  პროგრამა - "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" აცხადებს კონკურსს -  ინგლისური ენის მოხალისე-მასწავლებელთა ვაკანტურ პოზიციებზე.


პოზიციის დასახელება:  ინგლისური ენის მოხალისე-მასწავლებელი

პროგრამის მიერ შერჩეული ინგლისური ენის მოხალისე-მასწავლებლები ნაწილდებიან საქართველოს რეგიონების (სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, გურია, რაჭა და ქვემო ქართლი) მაღალმთიანი სოფლების საჯარო სკოლებში. შერჩეულ კანდიდატებს, პროგრამაში ერთწლიანი წარმატებული მონაწილეობის შემთხვევაში, დაუფინანსდებათ მაგისტრატურაში სწავლების 2 წელი სახელმწიფო გრანტის უმაღლესი ოდენობის ფარგლებში.

საჯარო სკოლაში მუშაობის პერიოდში, მოხალისე პედაგოგთა ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 500 ლარს (სახელმწიფო გადასახადების გარეშე).

 მოთხოვნები:

  • ბაკალავრის დიპლომი (აუცილებელია);
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • პედაგოგიური გამოცდილება (სასურველია);

შერჩევის პროცესი განხორციელდება 4 ეტაპად:

1.      რეზიუმეების განხილვა;

2.      ტესტირება;

3.      გასაუბრება;

4.       ტრენინგი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ავტობიოგრაფია და სამოტივაციო წერილი უნდა გამოაგზავნონ მ/წ 28 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@tlg.gov.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (SUBJECT LINE) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთვევაში თქვენი საბუთები არ განიხილება.