ვაკანსია - კულტურათშორისი განათლების ტრენერი

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“, აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:

1)    კულტურათშორისი განათლების ტრენერი - 2 პოზიცია;

პროექტის მოკლე აღწერა:

მასწავლებლის პროფესიული განვითერსბი ეროვნული ცენტრი ახორციელებს პროგრამას „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“, რომელიც საქართველოში ინგლისური ენის სწავლების განვითარებასა და ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროგრამის ფარგლებში საქართველოში ჩამოდიან ინგლისურენოვანი მოხალისე პედაგოგები, რომლებიც ცხოვრობენ ქართულ ოჯახებში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში ასწავლიან ინგლისურ ენას. სკოლებსა და ოჯახებში განაწილებამდე უცხოენოვან პედაგოგებს უტარდებათ საინფორმაციო-საორიენტაციო შეხვედრები, რაც მიზნად ისახავს მოხალისეების მომზადებას და უზრუნველყოფას იმ ინფორმაციით, რომელიც მათ საქართველოში ცხოვრებასა და მუშაობას გაუადვილებს.

საინფორმაციო-საორიენტაციო შეხვედრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს კულტურათაშორისი ტრენინგი, რომლის მიზანია მოხალისეებს მიაწოდოს ინფორმაცია ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ, რომელიც დაეხმარება მათ როგორც სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში, ასევე ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას მასპინძელ ოჯახებში და საზოგადოებაში.

საინფორმაციო-საორიენტაციო შეხვედრები ჩატარდება თბილისში, ეტაპობრივად,  თითუეულ ჯგუფთან  3 თანმიმდევრული დღის განმავლობაში, დღეში დაახლოვებით 3 საათის ხანგრძლოვობით.

ტრენერის ძირითადი მოვალეობებია:

  • გაეცნოს პროექტის ძირითად მიზნებსა და შინაარსს;
  • დაგეგმოს და ჩაატაროს კულტურათშორისი ტრენინგი;
  • ტრენინგის  პროცესში ეფექტურად გამოიყენოს  სხვადასხვა  მეთოდები;
  • შეხვედრების კოორდინატორს მიაწოდოს რეკომენდაციები ტრენინგის პროგრამასთან დაკავშირებით და  მონაწილეობა მიიღოს ჩატარებული სესიების შეფასებაში;
  • ტრენინგის მონაწილეების და საინფორმაციო შეხვედრების კოორდინატორის შეფასების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, დაგეგმოს და განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები;

 

 

 

აუცილებელი მოთხოვნებია:

  • უმაღლესი განათლება;
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს ინგლისურ ენაზე ტრენინგების ჩატარების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კულტურათშორის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება;
  • სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებთან მუშაობისა პრაქტიკა;
  • კომუნიკაციისა და ჯგუფის მართვის უნარების ქონა;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

შერჩევის ეტაპებია:

-        რეზუმეს განხილვა;

-        გასაუბრება;

-        საჩვენებელი ტრენინგის პრეზენტაცია;

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე ელ. მისამართზე: tlginbox@tlg.gov.ge არა უგვიანეს 2014 წლის 7 იანვრის 18 საათისა.