1. ინგლისური ენის მოხალისე-მასწავლებლები
პროგრამის მიერ შერჩეული ინგლისური ენის მოხალისე-მასწავლებლები ნაწილდებიანსაქართველოს რეგიონების (სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, გურია, რაჭა და ქვემო ქართლი ) მაღალმთიანი სოფლების საჯარო სკოლებში. შერჩეულ კანდიდატებს, ბაკალავრის ხარისხის ფლობისა და პროგრამაში ერთწლიანი მონაწილეობის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაუფინანსდებათ მაგისტრატურაში სწავლა სახელმწიფო გრანტის ოდენობის ფარგლებში.
საჯარო სკოლაში მუშაობის პერიოდში, მოხალისე პედაგოგთა ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 500 ლარს (სახელმწიფო გადასახადების გარეშე).
აუცილებელი მოთხოვნები:
· ბაკალავრის დიპლომი (აუცილებელია)
· ინგლისური ენის ცოდნა;
· პედაგოგიური გამოცდილება (სასურველია);
შერჩევის პროცესი განხორციელდება 3 ეტაპად:
1. რეზიუმეების განხილვა;
2. ტესტირება;
3. გასაუბრება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ავტობიოგრაფია და სამოტივაციო წერილი უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:contact@tlg.gov.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (SUBJECT LINE) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთვევაში თქვენი საბუთები არ განიხილება. საბუთების მიღების ბოლო ვადა - 12 აგვისტო, 2013 წ.