ინგლისურენოვანი მოხალისე მასწავლებლები ვალდებულნი არიან, შეავსონ ინფორმაციული გრაფა, რომელიც პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა მოცემული www.tlg.gov.ge, ასევე, წარმოადგინონ ნასამართლეობის, ჯანმრთელობის და სხვა საჭირო ცნობები.
მოხალისე მასწავლებლების მთავარი მოვალეობაა, მშობლიური ენის, ინგლისურის, სწავლება ქართველი მოსწავლეებისათვის, ინტერაქტიული გაკვეთილებისა და ყოველდღიური კომუნიკაციის მეშვეობით. სასურველია, მოხალისეებს ჰქონდეთ უმაღლესი განათლება. არ არსებობს ასაკის/სქესის/რელიგიის შეზღუდვა.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მოხალისე მასწავლებლები გაივლიან საორიენტაციო კურსს, რის შემდეგაც, შეექმნებათ ყველა საჭირო პირობა იმისთვის, რომ საქართველოს ახალგაზრდებს შეასწავლონ ინგლისური ენა.