ვაკანსია - სამართლებრივი და ადამიანური რესურსების მიმართულების კოორდინატორის სტაჟიორი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, აცხადებს ვაკანსიას პროგრამის ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ (TLG) სტაჟიორის პოზიციაზე, სამართლებრივი და ადამიანური რესურსების მიმართულების კოორდინატორის ზედამხედველობის ქვეშ:

 

სამუშაოს აღწერა:

 

სამართლებრივი და ადამიანური რესურსების მიმართულების კოორდინატორის ზედემხედველობის ქვეშ პროგრამის ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, მათ შორის:

 

- სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, კონსულტირება;

- დოკუმენტაციის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;

- სხვადასხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შემუშავება/დამუშავება და მათში ცვლილებების განხორციელება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

- ინგლისური ენის კარგად ცოდნა, როგორც წერითი, ასევე სამეტყველო უნარები (დოკუმენტაცია წარმოებს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე);

- მინიმუმ ბაკალავრიატის კურს დამამთავრებელი.

პერსონალური თვისებები :


- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობა;
- დეტალებზე ორიენტაცია ;
- გუნდურობა;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

 

დოკუმენტების შერჩევა მოხდება სამ ეტაპად :

- დოკუმენტების განხილვა;

- ტესტირება;

- გასაუბრება.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2013 წლის 5 ივლისი.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე www.hr.gov.ge.

საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა: tlginbox@tlg.gov.ge