საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, აცხადებს ვაკანსიას პროგრამის ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ (TLG) სამართლებრივი და ადამიანური რესურსების მიმართულების კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
- პროგრამის ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ მიერ განსახორციელებელი საქმიანობის და პროცედურების საქართველოს კანონმდებლობასთანს შესაბამისად წარმართვის უზრუნველყოფა.
- პროგრამისთვის ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, კონსულტირება.
- პროგრამის ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ ფუნქციონირების შესაბამის სფეროში აუცილებელი სამართლებრივი მოქმედებების განხორციელების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი.
- პროგრამის ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ ადმინისტრაციული საჩივრების განხილვაში მონაწილეობა. მათ შორის პროგრამაში ,,TLG’’ ყველა კონტრაქტორ სუბიექტს (როგორც რეზიდენტს, ასევე არარეზიდენტს) შორის წარმოშობილი ურთიერთობის და დავების სამართლებრივი რეგულირება, რეკომენდაციების გაცემა.
- საჭიროებისამებრ პროგრამის ,,ასწავლე და ისწავლე საქრათველოსთნ ერთად“ სტატუსისა და საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტაციის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება. ასევე სხვადასხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შემუშავება /დამუშავება და მათში ცვლილებების განხორციელების ხელმძღვანელობასთნ ინიცირება.
- პროგრამის ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ საჭიროებიდან გამომდინარე მესამე პირთან სამართლებრივ ურთიერთობებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.
- პროგრამის ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ყველა კონტრაქტორთან საკადრო საკითხების მონიტორინგი და სამართლებრივი უზრუნველყოფა.
კომპეტენციის ფარგლებში:
- საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთნ მოლაპარაკებების წარმოება;
- დაქვემდებარებაში მყოფ პირთა მონიტორინგი;
- სამართლებრივი ანგარიშებისა და კომენტარების მომზადება;
პროგრამის ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ (TLG) იურიდიული სამსახურის კოორდინატორი ანგარიშვალდებულია პროგრამის მენერჯერის წინაშე.
აუცილებელი მოთხოვნები:
უმაღლესი იურიდიული განათლება;
- მინიმუმ 2 წელი სამუშაო გამოცდილება (კერძო ან სამოქალაქო სამართალში);
- ინგლისური ენის სრულფასოვნად ფლობა. როგორც წერითი, ასევე სამეტყველო უნარები (დოკუმენტაცია წარმოებს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე)
- საოფისე პროგრამების უმაღლეს დონეზე ცოდნა;
პერსონალური თვისებები :
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობა;
- დეტალებზე
ორიენტაცია;
- გუნდურობა;
- დაძაბულ
რეჟიმში
მუშაობის
უნარი;
დოკუმენტების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად :
- დოკუმენტების განხილვა;
- გასაუბრება;
ანაზღაურება კვალიფიკაციიდან გამომდინარე (1250-1875 ლარი)
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე www.hr.gov.ge.